воскресенье, 20 октября 2013 г.

რეფლექსია 4 დღე

ტრენინგის მე-4 დღე ძალიან შინაარსიანი სა საინტერესო იყო. განვიხილეთ 2 მოდულის 3,4,5 აქტივობები, რომლებიც ეხებოდა პროექტის შეფასების სხვადასხვა მეთოდებს, შევავსეთ ჩვენო პროექტის შეფასების გეგმა. გავაკეთეთ  პროექტის პრეზენტაცია და ავტვირთეთ  ბლოგზე.


პორტფოლიოს პრეზენტაცია

პროექტის კითხვები

ზოგადი კითხვა: არის თუ არა მათემატიკა უფრო მეტი ვიდრე ციფრები
თემატური კითხვები:
 1) რა შეიძლება გვასწავლოს მათემატიკამ ხელოვნებაში, არქიტექტურაში?
2) სად შეიძლება გამოვიენოთ სიმეტრია?
შინაარსობრივი კითხვები:
1) რა არის ღერძული სიმეტრია
2) როგორ ავაგოთ მოცემული ფიგურის სიმეტრიული ფიგურა?
3) როგორ გამოვიყენოთ სიმეტრია საახალწლო გირლიანდის გამოსაჭრელად?

суббота, 19 октября 2013 г.

რეფლექსია 3 დღე

   ტრენინგის 3 დღე ისეთივე საინტერესო იყო როგორც დანარჩენები.დღეს ვმუშაობდით 2 მოდულზე. გავეცანით სტანდარტების დაგეგმვას, დავამუშავეთ  მირთულების მიმცემ საკვანძო კითხვებს, რომლებიც ხელს უწყობს მოსწავლეთა ჩართულობას. ვისარგებლეთ სტანდარტებისა და მიზნების რუკით, განახლებული ბლუმის ტაქსონომიით,           გამოვიყენეთ პრეზენტაცია " მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები".
   გავეცანით drive-ს დოკუმენტის გასაზიარებლად, რაც ხელს შეუწყობს ურთიერთ თანამშრომლობას
დიდი მადლობა ნინო.

среда, 16 октября 2013 г.

უნარები და სტანდარტი

21–ე საუკუნის უნარ–ჩვევები
პროექტზე მუშაობის დროს მოსწავლეებს განუვითარდებათ 21- ე საუკუნის უნარ-ჩვევები

  • შემოქმედებითობა და გამომგონებლობა
  • კრიტიკული აზროვნება და პრობლემების გადაჭრა
  • კომუნიკაცია და თანამშრომლობა
  • ისტ(ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების) წიგნიერება
სტანდარტი:
მათ. VII.9.     მოსწავლეს შეუძლია გეომეტრიული ფიგურების ამოცნობა, მათი სახეობების შედარება და კლასიფიცირება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
        არქიტექტურისა და ხელოვნების ნიმუშებში ან მათ ილუსტრაციებში, ყოფითი დანიშნულების საგნებში ასახელებს მისთვის ნაცნობ გეომეტრიულ ფიგურებს ან მათ ნაწილებს;
მათ. VII.11. მოსწავლეს შეუძლია გეომეტრიული გარდაქმნების განხორციელება და მათი გამოყენება ფიგურათა თვისებების დასადგენად.
        შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·      გარემომცველ ობიექტებს შორის მოიძიებს სიმეტრიულ ობიექტებს;
·      ხაზავს ბრტყელი ფიგურის (ტეხილი, მრავალკუთხედი) სიმეტრიულ ფიგურას მითითებული სიმეტრიის ღერძის მიმართ; ახდენს ბრტყელი ფიგურის (ტეხილი, მრავალკუთხედი) პარალელურ გადატანას;
·      უთითებს ბრტყელი ფიგურის სიმეტრიის ღერძს/ღერძებს; ახდენს სიმეტრიულობის დემონსტრირებას.

რეფლექსია 2 დღე

 ტრენინგის მეორე დღე ძალიან საინტერესო აღმოჩნდა.პირველ როგში მოუსმინეთ ჩვენი კოლეგების საპროექტო იდეებს, დარწმუნებული ვარ საინტერესო პროექტები გამოვა, ყველას უსურვებ წარმატებებს. ასევე  ვიმუშავეთ ვორდის პროგრამაში, მაგრამ ჩემთვის ნამდვილი აღმოჩენა ბროშურების შექმნა გახდა.ბევრი ახალი და სასარგებლო ჩვევები მივიღე. მითუმეტეს რომ პუბლიკაციის შექმნა პროექტის დაწყების მთავარი პირობაა.

суббота, 12 октября 2013 г.

საპროექტო იდეა


ჩემი საპროექტო იდეა არის"სიმეტრია ჩვენს ირგვლივ". არჩევის ძირითადი მიზანია მოსწავლეებმა გაანალიზონ და შეაფასონ სიმეტრიის როლი ყოველდღიურ ცხოვრებაში, გააცნობიერონ, რომ ჩვენი სამყაროს განუმეორებული სილამაზე მჭიდროთ არის დაკავშირებული მათემატიკასთან.









რეფლექსია1 დღე



ტრენინგი საკმაოდ საინტერესო იყო, ტრენერი ახალგაზრდა და მონდომებული. მადლობა ნინო.

გავეცანით პროექტის სწავლების მთავარ კითხვას–როგორ შეიძლება გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ყველაზე ეფექტურად იმისათვის რომ ხელი შეუწყოთ მოსწავლეთა წარმოსახვას, შემოქმედებითი უნარების წახალისებასა და საბოლოოდ უკეთესი სასწავლო შედეგების მიღწევას.

ვნახეთ პროექტთა ნიმუშები, რესურსები, შევისწავლეთ პორტფოლიოს ელექტრონული საქაღალდის შექმნა, პორტფოლიოს ჩეკლისტი, პროექტის გეგმის შაბლონი, საკვანძო კითხვები და შესაბამისი აქტივობები, პორტფოლიოს რუბრიკები, 21–ე საუკუნის უნარ–ჩვევები.

დიდი ინტერესით ველოდებით ინტელის სასწავლო კურსის სიახლეებს, რომლებიც დაგვეხმარება უფრო ეფექტური და საინტერესო გაკვეთილებისა და პროექტების ჩატარებაში.