среда, 16 октября 2013 г.

უნარები და სტანდარტი

21–ე საუკუნის უნარ–ჩვევები
პროექტზე მუშაობის დროს მოსწავლეებს განუვითარდებათ 21- ე საუკუნის უნარ-ჩვევები

  • შემოქმედებითობა და გამომგონებლობა
  • კრიტიკული აზროვნება და პრობლემების გადაჭრა
  • კომუნიკაცია და თანამშრომლობა
  • ისტ(ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების) წიგნიერება
სტანდარტი:
მათ. VII.9.     მოსწავლეს შეუძლია გეომეტრიული ფიგურების ამოცნობა, მათი სახეობების შედარება და კლასიფიცირება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
        არქიტექტურისა და ხელოვნების ნიმუშებში ან მათ ილუსტრაციებში, ყოფითი დანიშნულების საგნებში ასახელებს მისთვის ნაცნობ გეომეტრიულ ფიგურებს ან მათ ნაწილებს;
მათ. VII.11. მოსწავლეს შეუძლია გეომეტრიული გარდაქმნების განხორციელება და მათი გამოყენება ფიგურათა თვისებების დასადგენად.
        შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·      გარემომცველ ობიექტებს შორის მოიძიებს სიმეტრიულ ობიექტებს;
·      ხაზავს ბრტყელი ფიგურის (ტეხილი, მრავალკუთხედი) სიმეტრიულ ფიგურას მითითებული სიმეტრიის ღერძის მიმართ; ახდენს ბრტყელი ფიგურის (ტეხილი, მრავალკუთხედი) პარალელურ გადატანას;
·      უთითებს ბრტყელი ფიგურის სიმეტრიის ღერძს/ღერძებს; ახდენს სიმეტრიულობის დემონსტრირებას.

3 комментария:

  1. კარგია დიანა! მომეწონა, დავალება ზუსტადაა შესრულებული :)
    წარმატებები!

    ОтветитьУдалить
    Ответы
    1. დიდი მადლობა, მასწავლებლის დამსახურებაა :)

      Удалить